საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომისტის პროფესიული დღე

წელს ეკონომისტის პროფესიული დღე 10 სექტემბერს აღინიშნება, გილოცავთ!


ძვირფასო ეკონომისტებო!

გილოცავთ ეკონომისტის პროფესიულ დღეს, 2021 წელს ეს 10 სექტემბერია.

„საქართველოს ეკონომისტის დღის“ აღნიშვნა დაკავშირებულია პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის - „საქართველოს ეკონომისტის“ - პირველი ნომრის გამოსვლასთან, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, 1918 წლის 13 სექტემბერს (თვის მეორე პარასკევს) გამოიცა. ამ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით 1999 წლიდან ყოველი სექტემბრის მეორე პარასკევი აღნიშნება, როგორც საქართველოს ეკონომისტების  პროფესიულ დღესასწაულად.

განსაკუთრებით გვინდა ეს დღე მოგილოცოთ პირველკურსელებს, თქვენ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ. ეს დღე არის კარგი საშუალება, რათა კიდევ ერთხელ ერთად გავიაზროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ მეცნიერებას სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების საქმეში.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, საქართველოს ყველა ეკონომისტს გულითადად გილოცავთ ეკონომისტის დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის!

პატივისცემით,
გიორგი ღაღანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
 

თარიღი: 09/09/2021